საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსებს "წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების" და "წლის საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომის" გამოსავლენად
კონკურსის მიზანი:
თანამედროვე ქართული საკომპოზიტორო და სამუსიკათმცოდნეო შემოქმედების განვითარების სტიმულირება და პოპულარიზაცია. კონკურსებს ხელი შეეწყობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს "ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ღონისძიებიდან "ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების ხელშეწყობა".
კონკურსის პირობები
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კონსულტაციები გაიმართება ოთხშაბათობით, 15:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტში, ტელ: 293 14 88.
http://culture.gov.ge