თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გარე და შიდა მობილობის წესით სტუდენტთა ჩასარიცხად გამოყოფს შემდეგ ადგილებს
გარე მობილობა:
საბაკალავრო პროგრამა
- ჯაზის ხელოვნება – 3 ადგილი
- მუსიკა და დღევანდელობა (მუსიკის ტექნოლოგია, მუსიკის ჟურნალისტიკა) – 7 ადგილი
სამაგისტრო პროგრამა
- საშემსრულებლო ხელოვნება (სპეციალობები: სოლო აკადემიური სიმღერა, საორკესტრო ჩასაბერი საკრავები) – 2 ადგილი
გარე მობილობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ პორტალზე 27 ივლისიდან 18 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.
იხ. ბმული: http://eqe.gov.ge/geo/static/47/mobility-timelines
ელექტრონულ პორტალზე გარე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 23 აგვისტოს 12:00 სთ-ზე.
იხ. ბმული: http://eqe.gov.ge/geo/static/255/Results
შიდა მობილობა:
საბაკალავრო პროგრამა
• საშემსრულებლო ხელოვნება – 1 ადგილი (სპეციალობა: საორკესტრო ჩასაბერი საკრავები)
• ჯაზის ხელოვნება – 1 ადგილი
მობილობის ვადები:
ა) დოკუმენტების მიღება სასწავლო დეპარტამენტში – 31 აგვისტო – 2 სექტემბერი
(12:00 – 16:00 სთ., ოთახი N228).
ბ) შემოქმედებითი ტურები – 5, 6 სექტემბერი;
შემოქმედებითი ტურის შედეგები: 5 სექტემბერი - ჯაზის ხელოვნება, საორკესტრო-ჩასაბერი საკრავები; 6 სექტემბერი - ჯაზის ხელოვნება, საორკესტრო ჩასაბერი საკრავები
გ) კრედიტების აღიარება, სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 7 სექტემბერი;
დ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში – 8-9 სექტემბერი.
მობილობაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
1. განცხადება კონსერვატორიის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. სტუდენტის პირადი საქმის ასლი (შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული);
შენიშვნა: კრედიტების აღიარებისას კომისია საჭიროების შემთხვევაში უფლებას იტოვებს მოითხოვოს გავლილი სასწავლო კურსების მოკლე აღწერილობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 322) 987 027, (+995 555) 41 20 71
ელ-ფოსტა: study@conservatoire.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10