• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკომპოზიტორო კონკურსი
30.07.2018

 

 

 

 

 

                          თბილისის  ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

                                                              საქართველოს ქალთა საბჭო


თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და საქართველოს ქალთა საბჭოს ინიციატივით თბილისის  ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა   და ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის   ცხადდება  საკომპოზიტორო კონკურსი ქეთევან წამებულის  ხსოვნისადმი მიძღვნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოსავლენად.

 

გამარჯვებულებისათვის ფულადი პრემიების გაცემას უზრუნველყოფს   საქართველოს ქალთა საბჭო კერძო პირებისა და ფონდების შემოწირულობებიდან.


ორივე კონკურსის მონაწილეებს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შემდეგ ნომინაციებში:
1.    ნაწარმოები შერეული გუნდისათვის თანხლების გარეშე,  ნაწარმოების ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წუთისა
2.    ნაწარმოები დუეტი სოლისტი ვოკალისტისა და ფორტეპიანოსათვის არაუმეტეს
7 წუთისა
3.    საუკეთესო ელექტრონული კომპოზიცია არაუმეტეს 10 წუთისა  

დასაშვებია მონაწილეობის მიღება რამდენიმე ნომინაციაში. ლიტერატურული ტექსტის შერჩევა თავისუფალია. სურვილის შემთხვევაში კონკურსანტს ლიტერატურული ნიმუშებისათვის შეუძლია მიმართოს კონკურსის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელ პირებს: (საქართველოს ქალთა საბჭო 2391985; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 03222987185)


შესაძლებელია ადრე დაწერილი ნაწარმოების წარმოდგენა.


კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ნაწარმოების/ნაწარმოებების ამობეჭდილი ვერსია 5 ეგზემპლარად, ასევე  დისკი პარტიტურის ელექტრონული ვერსიითა (აწყობილი finale-ს ან Sibelius-ს პროგრამებში)  და აუდიო ჩანაწერით (შესრულების კომპიუტერული ან ცოცხალი ვერსია).


კონკურსი ანონიმურია, ამიტომ არც პარტიტურაზე და არც დისკზე  არ უნდა ეწეროს   ავტორის გვარი, საჭიროა მხოლოდ დევიზი. საკონკურსო მასალას (ამობეჭდილი პარტიტურის 5 ეგზემპლარი, 1 დისკი აუდიო ჩანაწერით)   თან უნდა ახლდეს დახურული  კონვერტი, ზევიდან დაწერილი დევიზით, შიგნით კი ფურცელი, სადაც  მითითებული იქნება, ნაწარმოების დევიზი, ნაწარმოების სათაური,  ავტორის ვინაობა და საკონტაქტო კოორდინატები.


საკონკურსო ნაწარმოებების ჩაბარების თარიღია: 3-7 სექტემბერი, ჩაბარების ადგილი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის დეკანატის ოთახი 229, ტელეფონი 2987185

 

კონკურსის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ  შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანი კოდი BAGAGE22;
GE52BG0000000275912300;
საიდენტიფიკაციო კოდი 203858101 საქართველოს ქალთა საბჭო ,,საკომპოზიტორო კონკურსისათვის“.


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE