• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ესტონეთის ეროვნული მამაკაცთა გუნდი
19.04.2016

 

 

 

 

 

 

 

 

ოთხშაბათს, 27 აპრილს 20:00 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გრემის მფლობელი ესტონეთის ეროვნული მამაკაცთა გუნდი კონცერტს გამართავს.

დირიჟორი: მიკ ულეოია
სოლისტი: აარე ტამესალუ (ჩელო)



კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

კონცერტზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.

 

 

ესტონეთის ეროვნული მამაკაცთა გუნდი (RAM) საგუნდო მუსიკის კორიფემ გუსტავ ერნესაქსმა 1944 წელს დააარსა.

გუნდი თანამშრომლობს ცნობილ ხმისჩამწერ ფირმებთან, როგორებიცაა «Deutsche Grammophon», «Sony», «Finlandia», «Alba Records», «GB Records» და «Virgin Classics».

პირველად ესტონეთის ისტორიაში, 2004 წელს გუნდმა მიიღო ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის ჯილდო „გრემი“ საგუნდო მუსიკის კატეგორიაში.

ბოლო 5 წლის განმავლობაში გუნდმა 3 ალბომი ჩაწერა, ხოლო უკენასკნელი - «In paradisum» ესტონური მუსიკალური პრემიის (EMA) მფლობელი გახდა.


გუნდის რეპერტუარი ძირითადად დიდი ფორმის ნაწარმოებებისგან შედგება და მოიცავს პერიოდს რენესანსის ეპოქიდან 21 საუკუნის ჩათვლით. სპეციალურად მათთვის ნაწარმოებები შექმნილი აქვთ შოსტაკოვიჩს, თაქთაქიშვილს, ბრაიერსსა და ბონატოს.

დღემდე გუნდს ესტონეთში და მის ფარგლებს გარეთ 6 300-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული.

 








google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE