• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

Wings for Life მსოფლიო რბენა
16.03.2016

 

 

 

 

 

 

 

 

მასშტაბური სპორტული ღონისძიება Wings for Life World Run 8 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან, საქართველოს დროით 15:00 საათზე გაიმართება.

 

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.wingsforlifeworldrun.com

2016 წლის მსოფლიო რბენაში, საქართველოში წელს 6000 მორბენალი მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეების რეგისტრაცია გაგრძელდება ლიმიტის ამოწურვამდე.

 
მონაწილეობა  შეუძლია ყველას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კომპანია/ორგანიზაციის სახელით.

 

მონაწილეობის საფასური ერთ ადამიანზე შეადგენს 30 ლარს და პირდაპირ ირიცხება Wings for Life ფონდში, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
 

Wings for Life მსოფლიო რბენა მე-3 წელია ტარდება, რომლის  უნიკალურობას მასშტაბურობა და ფორმატი განსაზღვრავს.

 

ღონისძიება აერთიანებს 6 კონტინენტსა და 34 ლოკაციას, ერთსა და იმავე დროს, ერთი მიზნით -  გავხადოთ ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი!
(რბენა მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება - ყველა მორბენალს აქვს ერთი სტარტი და განსხვავებული ფინიში. მსოფლიო რბენის დასრულებისას გამოვლინდებიან ადგილობრივი და მსოფლიო გამარჯვებულები. საქართველოში გაიმარჯვებს ის ქალი და მამაკაცი, რომელსაც ყველაზე ბოლოს დაეწევა ე.წ. „Catcher Car” – მოძრავი ფინიშის მანქანა; გლობალური გამარჯვებულები კი გახდებიან  მორბენლები რეკორდული მაჩვენებლით მთელი მსოფლიო შედეგების გათვალისწინებით.

 

მსოფლიო რბენის მიზანია, Wings for life ფონდისთვის თანხების მოძიება, შესაბამისად რეგისტრაციიდან და სპონსორობიდან შემოსული თანხის 100% ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდში ირიცხება (სამეცნიერო და კლინიკური კვლევების დაფინანსება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაავადების განკურნების გზების აღმოჩენისა და გლობალური პრობლემის მოგვარების მიზნით)

 

2015 წლის მსოფლიო რბენის შედეგად საქართველოდან ფონდში 100 000 ლარი გადაირიცხა.

 

https://www.facebook.com

 

 

 

 

 

 

 

 

 


 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE