• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სტუდენტი კომპოზიტორების საყურადღებოდ!
29.02.2016

 

 

 

 

 

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტ-კომპოზიტორებს გთავაზობთ მცირე მასშტაბის სავიოლინო პიესის შექმნას. პიესას შეასრულებს ცნობილი იაპონელი მევიოლინე ქენ აისო .  ეს თქვენ მოგცემთ საუკეთესო საშუალებას შექმნათ ექსპერიმენტული ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკრავისთვის, და მოისმინოთ  საკუთარი მუსიკა მსოფლიო რანგის მუსიკოსის შესრულებით!

 პიესის მოთხოვნები შემდეგია:

•    კომპოზიცია უნდა იყოს სოლო ვიოლინოსთვის, ან ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის
•    პიესის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს
•    პიესაში გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე სავიოლინო ხერხები
•    პარტიტურები/პარტიები უნდა იყოს აკრეფილი „ფინალეს“ ან „სიბელიუსის“ ფორმატით
•    პიესის პარტიტურის, ან პარტიტურისა და პარტიების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 მაისი
•    დასრულებული პარტიტურები/პარტიები უნდა ჩააბაროთ პროფ. მარინა ადამიას (ტელ. 595 29 62 64) ან ასოც.პროფ. მაკა ვირსალაძეს (ტელ. 592 25 34 74)
•    მასტერ-კლასი ჩაიწერება და აიტვირთება you-tube-ზე

მასტერ-კლასი, რომლის განმავლობაშიც შესრულდება თქვენი კომპოზიციები გაიმართება 2016 წლის 17 ივნისს.

 

 

 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE