• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ირანელი მუსიკოსის ალი გამსარის კონცერტი
11.02.2016

 

 

 

 

 

 

 

ოთხშაბათს, 17 თებერვალს 19:00სთ-ზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ირანელი კომპოზიტორისა და მუსიკოსის, თარსა და საზზე ვირტუოზი შემსრულებლის ალი გამსარის კონცერტი გაიმართება.
მისი საკონცერტო ტურნე სახელწოდებით „მშვიდობის მესიჯი“ მოიცავს საქართველოს, უზბეკეთსა და აზერბაიჯანს. კონცერტების სერიას მუსიკოსი 14 თებერვალს, ბათუმში დაიწყებს.   

 

ალი გამსარი სპარსული ტრადიციული მუსიკის გავლენით ქმნის ახალ კომპოზიციებს და ასრულებს მათ. დაარსებული აქვს რამდენიმე მუსიკალური ანსამბლი ირანში.

 

საქართველოში რამდენიმე კომპოზიციას მუსიკოსი ქართულ სიმებიან კვარტეტთან ერთად შეასრულებს, მსმენელს ასევე ელის იმპროვიზაცია ფლეიტასა და პერკუსიასთან ერთად.
ალი გამსარი ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა ირანულ ავანგარდულ მუსიკაში დაკვრის ახალი ტექნიკით, ეგზოტიკური რიტმებითა და მელოდიებით. იგი ხშირად მოგზაურობს და უკრავს მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე.

„ეს კონცერტები თავისი ჰანგებით მოგვიყვება ადამიანების ისტორიაზე სიტყვების გარეშე. მათი მთავარი მიზანია გააერთიანოს და მოიცვას ადამიანები, რომლებიც საზღვრებით არიან დაშორებულები და არა გულითა და ადამიანური გრძნობებით“.

 

ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროში
(სამუშაო საათები: 11:00 - 17:00)
ფასი: 5 ლარი
ტელ.: (+995 32) 293 46 24

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE