• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის
11.02.2016

 

 

 

 

 

 

 

ქ.თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი
აცხადებს რიგით მეცხრე ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის "მცირე  პროზა”

 

კონკურსის პირობები:

 

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები (მოთხრობა, ნოველლა, ესსე, ჩანახატი) ან პუბლიკაციები (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე განთავსება);
კერძოდ: 1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტეს 8-10 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.

 

კონკურსის ჩატარების ხანგრძლიობა 2016 წლის 10 თებერვლიდან 16 ივნისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 10 ივნისი.

 

16 ივნისს მოხდება კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოება ოტია იოსელიანის სახელობის I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით.


გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ "ანეულში” და "ლიტერატურულ საქართელოში”.
საკონკურსო ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით: n.baratashvili_museum@yahoo.com   და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2016 წლის 10 ივნისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ.@17 ტელ: 2990699, 593148125

 

ნაწარმოებები მიიღება კვირა-ორშაბათის გარდა 12სთ-დან-17 სთ-მდე.
კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.

 

კონკურსანტმა სასურველია განაცხადოს სხვა ჰობის შესახებ (მუსიკაში,მხატვრობაში), რათა დაჯილდოების დღეს მათი მონაწილეობით ჩატარდეს კონცერტი,  გამოფენა, მხატვრული კითხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE