კონსერვატორიის და ვროცლავის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტი
18.10.2019
2019-2020 წლებისთვის ვ.სარაჯიშვილის თბილისის სახ. კონსერვატორია ახორციელებს ერთობლივ პროექტს კაროლ ლიპინსკის სახელობის ვროცლავის მუსიკის აკადემიასთან ერთად "Eastern Academic Artistic Platform" (EAAP). ეს არის საერთშორისო აკადემიური პარტნიორობის პროგრამა, რომელიც ფინანსდება პოლონეთის მთვრობის მიერ NAWA - the National Agency for Academic Exchange (Narodowa Agencja Wymiany Akademickiej).
პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა სტუდენტთა და აკადმიური პერსონალის მოკლევადიანი ორმხრივ მობილობა.
20-26 ოქტომბერს და 3-9 ნოემბერს თსკ-ს სასწავლო ვიზიტით ეწვევიან ვროცალვის მუსიის აკადემიის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები. თბილსიის სახ. კონსერვატორიაში მათ სპეცილობების მიხედვით ჩაუტარედებათ მეცადინეობები, ლექციები, ხოლო ვიზიტი დასრულდება კონცერტით.
თსკ-ს სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები საპასუხო ვიზიტით გაემ,გზავრებიან ვროცლავის მუსიკის აკადემიაში 17-23 ნოემბერს და 9-15 დეკემბერს.