დისერტაციის დაცვა - რუსუდან თაბაგარი
04.02.2016
9 თებერვალს (სამშაბათს) 16 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, N421 აუდიტორიაში (IV სართული) შედგება რუსუდან თაბაგარის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: "პრელუდია, ტოკატა და ფანტაზია XX საუკუნის ევროპულ ინსტრუმენტულ მუსიკაში"
ხელმძღვანელი:
მარიკა ნადარეიშვილი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი
ექსპერტები: ნინო ჟვანია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი მაია ტაბლიაშვილი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი დისერტაციისა და ავტორეფერატის გაცნობა შესაძლებელია კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში.
|