კამერული ანსამბლების მესამე კონკურსი
25.01.2016
თბილისის ვ .სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული ანსამბლისა და კვარტეტის მიმართულება აცხადებს კამერული ანსამბლების მესამე კონკურსს.
2. შესრულდება ნებისმიერი სტილისა და ეპოქის კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლი: შესაძლებელია 1 ნაწარმოები მთლიანად, ან 2 ნაწარმოების ნაწილები; 3. პროგრამის ხანგრძლიობა - 15-20 წთ; 4. პირველ და მესამე ადგილებზე გასული კონკურსანტები მიიღებენ ლაურეატის წოდებას და საპატიო დიპლომებს; 5. კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი, პედაგოგი და კონცერტმაისტერი მიიღებს დიპლომს კონკურსში მონაწილეობისათვის; 6. ლაურეატის წოდებას მიიღებენ მხოლოდ 35 წლამდე ასაკის კონკურსანტები. 7. კონკურსი ჩატარდება 2016 წ. 25 თებერვალს კონსევატორიის მცირე დარბაზში - 11 საათიდან; 8. კენჭისყრა შედგება 24 თებერვალს , 12 საათზე, 304-ე კლასში; 9. ლაურეატების კონცერტი - 26 თებერვალს 15 სთ-ზე, მცირე დარბაზში; 10. განაცხადები მიიღება 20 თებერვლამდე, დეკანატში (პროგრამისა და პედაგოგის მითითებით).
|
|