1 თებერვალს 18:00 საათზე სედრიკ შპინდლერისა და ფრედ რობინსონის ვორკშოფი.
■ თემა - ჟესტიკულაციაზე დაფუძნებული პერფორმანსი
■ სტუმრები - Cedric Spindler, Frederic Robinson
ვორკშოპზე საუბარი იქნება პროექტზე, რომელიც ეხება აუდიოს კონტროლის შესაძლებლობას ჟესტიკულაციითა და ფიზიკური მოძრაობით.
პროექტის ვებგვერდი: geps.synack.ch
Frederic Robinson (გერმანია) დაიბადა 1992 წელს.
სავიოლინო განათლების მიღების შემდეგ დაინტერესდა ელექტრონული ბგერის შექმნისა და მანიპულაციის საკითხებით და 2014 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი აუდიო დიზაინში. ამჟამად ის მაგისტრატურის სტუდენტია, სწავლობს კომპოზიციას, ლაივ ელექტრონიკას და იმპროვიზაციას და მისი სუპერვაიზერები Erik Oña, Volker Böhm, Alfred Zimmerlin და Fred Frith არიან.
ვებგვერდი: www.fredericrobinsonmusic.com
Cedric Spindler (შვეიცარია) დაიბადა 1984 წელს.
მუშაობს კინომუსიკაზე, პროგრამირებაზე, ელექტროაკუსტიკურ მუსიკასა და მუსიკის პროდუქციაზე. 2013 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი აუდიო დიზაინში და ამჟამად ისიც მაგისტრატურის სტუდენტია ბაზელის მუსიკის აკადემიაში, სადაც სწავლობს კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტზე აუდიო დიზაინის განხრით.
შეხვედრა ტარდება ფესტივალის Close Encounter-ის ფარგლებში
ფესტივალის ბროშურა
გაითვალისწინეთ, რომ გარეშე პირებისათვის გამოყოფილია მხოლოდ 10 ადგილი. დასწრების მსურველებმა უნდა მოგვწეროთ სახელი, გვარი და ტელეფონი მაილზე: mts@conservatoire.edu.ge