22-24 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება მეშვიდე საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო სტუდენტური კონფერენცია-კონკურსი.
წლევანდელ კონფერენცია-კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოდან, აშშ-დან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, სერბეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან.
ჟიურის შემადგენლობაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი პროფესორები.
კონფერენცია-კონკურსის ფარგლებში 18 აპრილიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება ლექციების სერია.
ინა ნაროდიცკაია: http://tsc.edu.ge
მარია ტერეზა არფინი: http://tsc.edu.ge
ნინო ბარკალაია: http://tsc.edu.ge
პროგრამა