თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია 2019-2020 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე:
• მუსიკისმცოდნეობა (სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია)
• კომპოზიცია
• მუსიკის ტექნოლოგია
შემოქმედებითი ტურების ჩატარების განრიგი:
1) 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით (12 სთ-დან 16 სთ-მდე) აბიტურიენტების რეგისტრაცია სამდივნოში (N230);
2) 6 სექტემბერი - შემოქმედებითი ტურის განრიგის გამოცხადება;
3) 07-11 სექტემბერი - შემოქმედებითი ტურის ჩატარების პერიოდი.
შენიშვნა: სპეციალობის შეცვლის შემთხვევაში აბიტურიენტი აბარებს კოლოკვიუმს მის მიერ არჩეული სპეციალობის/პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. კოლოკვიუმის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება მისი დაშვება სპეციალობის გამოცდაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 32) 298 70 27
ელ-ფოსტა: study@tsc.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10