• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

კონსერვატორიის დოქტორანტურის სტუდენტის წარმატება
23.03.2015

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის I კურსის დოქტორანტმა ნინო რაზმაძემ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. იგი სამუსიკისმცოდნეო კვლევების პროგრამაზე ეთნომუსიკოლოგიის მიმართულებაზე ემერ. პროფ.-ის, დრ. რუსუდან წურწუმიასა და დრ. დავით შუღლიაშვილის ხელმძღვანელობით სწავლობს. მისი პროექტი ”ქართული და საქართველოში გავრცელებული ტრადიციული საკრავები” შედარებით ნაკლებადშესწავლილი დარგის, ქართული საკრავებისა და საკრავიერი მუსიკის ინტერდისციპლინურ შესწავლას და მონოგრაფიული ნაშრომის შექმნას ითვალისწინებს.


საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების 376 აპლიკანტი დოქტორანტიდან გამოვლინდა 87 გამარჯვებული, რომელთაგან მან რიგით მეოთხე ადგილი დაიკავა. პროექტი გათვლილია ხუთ სასწავლო სემესტრზე და დაფინანსდა 50 940  ლარით, რაც მოიცავს საველე სამუშაოების, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის, ტექნიკური აღჭურვილობის, საჭირო ლიტერატურის შეძენისა და სხვა ხარჯებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტები ილინოისისა და ოქსფორდის ემერიტუს პროფესორებთან, დარგის აღიარებულ მეცნიერებთან, პროფ. ბრუნო ნეტლსა და ჯერემი მონტაგიუსთან.
2014 წელს ამავე კონკურსის გამარჯვებული გახლდათ ეთნომუსიკოლოგი, დოქტორანტი გიორგი კრავეიშვილი (ხელმძღვ. პროფ. ნატალია ზუმბაძე).


ვულოცავთ ნინოს წარმატებას!


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2026

CREATED BY  PRO-SERVICE