• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს კონკურსს
06.04.2017

 

 

 

 

 

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.


კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2017 წლის 06 აპრილიდან და გაგრძელდება 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გრიბოედოვის ქ. N8/10


ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მინიმუმ 3(სამი) წლის მუშაობის გამოცდილება;
ბ)საფინანსო ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ცოდნა;
დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, გერმანული, რუსული);
დამატებითი მოთხოვნები:
ე) კომუნიკაციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარები;
ვ) დროის მართვის, შეზღუდულ დროში და პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის კარგად განვითარებული უნარები.


კონკურსანტმა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
დ) 1 ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ);
ე) მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა.

 

 

შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 93 52 28


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE