• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
02.04.2017

 

 

 

 

 

 

 

 

ა ნ ო ნ ს ი !

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2017-2018 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების (60 კრედიტიან ) საგანმანათლებლო პროგრამაზე - მუსიკა.

 

 

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საგნის (მუსიკა) გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

იჩქარეთ,  რეგისტრაცია (online.naec.ge) მუსიკის გამოცდის ჩასაბარებლად სრულდება 2017 წლის 5 აპრილს 18 საათზე!

 

რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც ბაკალავრის და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ასევე ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც.

 

პროგრამის გავლის შემდეგ ბაკალავრის სტატუსის მქონე მასწავლებლობის მსურველი პირი მასწავლებლის მომზადებისა და კარიერული განვითარების სქემის მიხედვით, უფროსი მასწავლებლის სტატუსით იწყებს მუშაობას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. აღნიშნული პროგრამის გავლა აადვილებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის რთულ გზას.

 

დამატებითი ინფორმაცია განთავსება მოგვიანებით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ტელ.: (+995 32) 298 70 27  
ელ-ფოსტა: study@conservatoire.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE