• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სტაჟირება კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში
03.05.2018

 

 

 

 

 

 

 

დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
გამოქვეყნდა:  4  მაისი/ბოლო ვადა: 18მაისი

 

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს ორეტაპიან, 6 თვიან (4 თვე ანაზღაურებად) სტაჟირებას კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში.
კანდიდატი დაეხმარება კონსერვატორიის ბიბლიოთეკას კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის ახალ სტანდარტზე გადასვლისათვის მიმდინარე სამუშაოებში.

სამუშაო პირობები:

ა) შერჩეული კანდიდატები იმუშავებენ კონსერვატორიის ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად და შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:
●    თანამედროვე საბიბლიოთეკო სისტემები და ელექტრონული სერვისები;
●    აღწერის სტანდარტი MARC21;
●    გაერთიანებული საბიბლიოთეკო სისტემა ILS Evergreen-ი;
●    ბიბლიოთეკის დაცვის სისტემის RFAD გამოყენება;

ბ) სამუშაო დრო
●    ნახევარი განაკვეთი- 4 საათი დღეში, 20 საათი კვირაში, შაბათ-კვირის გარდა;
●    ორი ცვლა. პირველი:10-14სთ, მეორე: 14-18სთ. გრაფიკის შერჩევა ინდივიდუალურად;

გ) ანაზღაურება
●    2 თვე სასწავლო კურსი ანაზღაურების გარეშე;
●    4 თვე ნახევარი განაკვეთი, ანაზღაურება 200 ლარი ხელზე;

დ) ვაკანტური ადგილების რაოდენობა
●    პირველ ეტაპზე - 6 სტაჟიორი  2 თვიან სასწავლო კურსზე;
●    მეორე ეტაპზე - 2 სტაჟიორი  4 თვიანი ანაზრაურებადი ხელშეკრულებით;



აუცილებელი მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება, სასურველია იყოს მუსიკალური მიმართულებით;
ბ) კონსერვატორიის სტუდენტის შემთხვევაში, ბაკალავრიატის საფეხურის  მე-3 კურსიდან და ზემოთ;
გ) უცხო ენის ცოდნა, მინიმუმ  B1 დონე (სასურველია ინგლისური, ყველა სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
დ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების თავისუფლად ცოდნა (სასურველია ჰქონდეს ექსელში მუშაობის გამოცდილება);
ე) გუგლის სერვისების გამოყენება: ელექტრონული ფოსტა, დრაივის დოკუმენტები და სხვა;
 
პროფესიული უნარ-ჩვევები:

ა) მშვიდი,გაწონასწორებული;
ბ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გ) მოწესრიგებული და დეტალებზე ორიენტირებული;
დ) დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ე) კომუნიკაციის და გუნდში მუშაობის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

ა) სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს ვინც დააკმაყოფილებს ქვემოთ მოყვანილ მოთხოვნებს;
ბ) პირველადი შერჩევა მოხდება გამოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
გ) შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან გასაუბრებაზე;
დ) საკონკურსო კომისია გასაუბრების შედეგად შეარჩევს 6 საუკეთესო კანდიდატს;
ე) შერჩეული ექვსი კანდიდატი გაივლის სტაჟირების პირველ ეტაპს 2 თვის განმავლობაში;
ვ) 2 თვის შემდეგ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეირჩევა 2 წარმატებული სტაჟიორი და დასაქმდება ბიბლიოთეკაში  4 თვით.

კანდიდატმა უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
ბ) სტუდენტის შემთხვევაში ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) СV, ფოტოსურათით (3X4);
ე) ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ (არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამოტივაციო წერილი;
ზ) სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორი პირის საკომუნიკაციო ინფორმაციის მითითებით,
თ) აღნიშნული დოკუმენტები  უნდა იყოს შეკრული ერთ PDF ფაილად და გამოიგზავნოს 3-დან 18 მაისის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: library@tsc.edu.ge  თემის ველში მიუთითებული უნდა იყოს ,,სტაჟირება ბიბლიოთეკაში.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 18.05.2018
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისათვის განკუთვნილ მოთხოვნებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 93 52 28
ვებ-გვერდი: www.tsc.edu.ge


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE