• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

საკვალიფიკაციო გამოცდების უცხოელი კომისიის თავმჯდომარეები
18.05.2015

 

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 2015 წლის სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდებზე კომისიებს უცხოელი თავმჯდომარეები ეყოლება.

 

წარმატებული, სახელმოხვეჭილი უცხოელი მუსიკოსებისა და პროფესორების გამოცდებზე მოწვევის პრაქტიკა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას 2001 წლიდან აქვს.

2005 წლიდან თბილისის კონსერვატორია კონსერვატორიების ევროპული ასოციაციის (AEC) წევრია. რის შემდეგაც  წამყვან ევროპულ უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებთან ერთად  არა ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას 21 უცხოურ უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი ხელშეკულებები აქვს გაფორმებული.

 

მოწვეულ მუკისოსთა უმრავლესობა კონსერვატორიის პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლებიდან არიან. ზოგიერთ მათგანის ვიზიტსა და საქართველოში ყოფნას კი მათივე სასწავლებელი აფინანსებს.

მოწვეული საგამოცდო კომისიის თავმჯომარეები:

ჰავილანდ ველშაიერი (ფორტეპიანო) - Trinity Laban Conservatoire (დიდი ბრიტანეთი) 28, 29 და 30 მაისი.


ნიემელა ჰანუ (ვოკალი)  სიბელიუსის აკადემია (ფინეთი) 31 მაისი, 1, 2 ივნისი.


მორტონ კარლსენი (სიმებიანი საკრავები) - ნოვეგიის მუსიკის აკადემია 4, 5 ივნისი (მასტერკლასები: 2, 5 ივნისი).


იონას ჰალტია (ჩასაბერი საკრავები) - ნოვეგიის მუსიკის აკადემია 6 ივნისი (მასტერკლასები: 3,4,5 ივნისი).


სიუზან გრაფი (აკადემიური გუნდის დირიჟორობა) - ფ. ლისტის მუსიკის აკადემია (უნგრეთი) 18 ივნისი.


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE