• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

მე მიყვარს კლასიკური მუსიკა
16.06.2018

 

 

 

 

 

 

მომავალი თაობის სულიერების განვითარების ხელშეწყობისა და კლასიკური მუსიკის პროპაგანდის მიზნით,  თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018-19 აკადემიური წლის მანძილზე გაიმართება კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამა "მე მიყვარს კლასიკური მუსიკა" თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო (და არა მარტო) სკოლების მოსწავლეთათვის. 

პროექტის სამიზნე ჯგუფია საშუალო სკოლების 7-14 წლის ასაკის მოსწავლეები, რადგან საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ადრეულ ასაკში ჩაისახოს ბავშვის ცნობიერებაში კლასიკური მუსიკისადმი სიყვარული; ეს პროგრამა კი, თითოეულ მათგანს მისცემს შესაძლებლობას ეზიაროს ამ ჯადოსნურ სამყაროს და გაიმდიდროს როგორც ცოდნა, ისე სულიერება.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით, ყოველი თვის ერთ-ერთ პარასკევს ჩატარდება 50-60 წუთიანი 10 საჯარო ლექცია-კონცერტი. რომელიც მოიცავს კლასიკური მუსიკის მრავალფეროვან თემატიკას საორკესტრო, ინსტრუმენტული, ვოკალური მუსიკის ჩათვლით, რომელიც თავის მხრივ სხვადასვა ჟანრს, სტილს, ეპოქას და კომპოზიტორებს გააერთიანებს.


თითოეულ ლექციას გაუძღვებიან პროფესიონალი მუსიკოსები და მუსიკისმცოდნეები; თემატიკის შესაბამისდად, ყოველი ლექცია-კონცერტი გამდიდრებული იქნება მუსიკალური ნომრებით პროფესიონალი მუსიკოს-შემსრულებლებისა და აგრეთვე, ქართველი ნორჩი შემსრულებლების მონაწილეობით.

კლასიკური მუსიკის შემეცნებითი პროგრამის 2018-19 აკადემიური წლის სეზონის ათივე კონცერტზე დასასწრებად კონსერვატორიის დიდი დარბაზი გთავაზობთ სპეციალურ აბონემენტებს, რომლის ფასია 50 ლარი.

აბონემენტების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის დიდი დარბაზის სალაროში და ადმინისტრაციაში.
მის. ალ. გრიბოედოვის 8-10, ტელ: (+995 32) 292 24 46
ელ-ფოსტა: grandhall@tsc.edu.ge


 


 

 









google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE