• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სუპერვაიზერის შერჩევა - ბოლო ვადა 16 ივლისი, 2018
15.06.2018

 

 

 

 

 

 

კონსერვატორიისა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის “Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession” CPEA-2015/10004 ფარგლებში 60 ECTS მასწავლებლის მომზადების პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის სუპერვაიზერის შერჩევა


სახელწოდება:  60 ECTS „მასწავლებლის მომზადების პროგრამის“ პრაქტიკული კომპონენტის სუპერვაიზერი

კონსერვატორიისა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის კოორდინატორი თბილისის სახ. კონსერვატორიიდან: ნანა შარიქაძე, კონსერვატორიის საერთაშორისო ურთიერთობათa დეპარტმანეტის უფროსი

პროექტის ფარგლებში მუსიკის პედაგოგიკის მიმართულებაზე პასუხისმგებელი  თბილისის სახ. კონსერვატორიიდან: თამარ ჩხეიძე, ხარისხსი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; საკონტაქტო ინფორმაცია: quality@tsc.edu.ge

განაცხადის მიზანი: 60 ECTS „მასწავლებლის მომზადების პროგრამის“ პრაქტიკული კომპონენტისთვის 3 სუპერვაიზერის შერჩევა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მუსიკის სწავლების პრაქტიკული მეთოდოლოგიისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ათვისება

პირობები:

-          შეირჩევა 60 ECTS „მასწავლებლის მომზადების პროგრამის“ პრაქტიკული კომპონენტის  3 სუპერვაიზერი

-          სამივე შერჩეული კანდიდატი დატრენინგდება ნორვეგიის მუსიკის აკადემიაში, კონსერვატორიისა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის “Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession” CPEA-2015/10004 ფარგლებში, ნორვეგიელი სპეცილაისტების მიერ.

ყველა ხარჯი (მგზავრობა, ცხოვრება, დღიური) დაფარულია კონსერვატორიისა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის “Bridging the Gap - Qualifying Music Students for a Changing Music Profession” CPEA-2015/10004 ფარგლებში

საჭირო უნარები:

-          მაგისტრის დიპლომი

-          ინგლისური ენის ცოდნა. (უმნიშნელოვანესია კანდიდატს გააჩნდეს ინგლისურად კომუნიკაციის უნარი)

N.B. პრიორიტეტი მიენიჭებათ მათ ვისაც აქვს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მუშაობის გამოცდილება

-          მუსიკის კეთების უნარი და მუსიკის შესახებ ზოგადი ცოდნა

-         ორგანიზაციული, დაგეგმვის უნარები და კომუნიკაბელობა

პროექტის იმპლემენტაციის პერიოდი: 2018-2019 აკადემიური წელი

განაცხადის ადმინისტრირების ვადები:

1.       15 ივნისი 2018 - გამოცხადება

2.       25 ივნისი, 2018  - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე quality@tsc.edu.ge

N.B. შეკითვის ელექტრონულად გამოგზავნისას გთხოვთ მიუთითოთ subject area ველში: Supervisors for the “MUSIC TEACHER PREPARATION PROGRAM”;

3.       16 ივლისი, 2018 16:00 საათი -  განაცხადის და სრული დოკუმენტაციის რეგისტრაციის ბოლო ვადა. დოკუმენტები უნდა დაარეგისტრიროთ:

-         ელექტრონულად - სრული დოკუმენტაცია უნდა გადაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: quality@tsc.edu.ge;

-  კანცელრაიაში -  სრულად ამობეჭდილი დოკუმენტაციის სახით ;

N.B. გთოვთ გაითავლისწინოთ რომ რეგისტრაციის ორივე ფორმა აუცილებელია (კანცელარიაში და ელ-ფოსტით). N.B. რეგისტრაციის ერთ-ერთი ფორმის (ელექტრონული ან ბეჭდური) არ არსებობის შემთხვევაში განაცხადი არ დაიშვება განსახილველად.

4. 17 ივლისი, 2018 - დოკუმენტების შესაბამისობის დადგენა

- 18 ივლისი, 2018 - დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტექნიკური წუნის აღმოფხვრის ბოლო ვადა

- 19 ივლისი, 2018 - ჯგუფური კონსულტაცია (დრო და ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით). კონსულტაციას ჩაატარებს თამარ ჩხეიძე სახ. კონსერვატორიაში

5.       17-21 სექტემბერი, 2018 წლის - შერჩევა, რომელიც განხორციელდება თსკ-სა და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პედაგოგიკის მიმართულებაზე პოასუხისმგებელი პირების მიერ ორივე უმაღლესიდან

ა) პრე სელექცია

ბ) კოლოკვიუმი

6.       24 სექტემნბერი, 2018 - შერჩეული კანდიდატების გამოცხადება

 

განაცხადის წარდგენისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობა  (მონაწილე ყველა პირმა);

ბ) მაგისტრის დიპლომი

გ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (მონაწილე ყველა პირმა);

დ) სკოლაში მუშაობის დამადასტურებელი სერტიფიკატი

ე) ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი, დიპლომი

ვ) CV  ;


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE