აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
(საბაკალავრო პროგრამები)
გთხოვთ უმოკლედ ვადაში დეკანატში წარმოადგინოთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი.
შესაძლებელია ბარათის ელექტრონული ფორმით გადმოგზავნაც:
performing@conservatoire.edu.ge (სპეციალობები - კლავიშიანი საკრავები, სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, ჯაზის ხელოვნება)
compose-theory@conservatoire.edu.ge (სპეციალობები - მუსიკის თეორია, კომპოზიცია)
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არ წარმოადგენს აღნიშნულ ბარათს, მისი შემოქმედებითი ტურების შედეგები არ გაიგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში!