![]() 28.06.2016
10 ივნისს, თელავის მუსიკალურ სასწავლებელში კომპოზიტორ რამაზ ქარუხნიშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.
"ხშირად მიფიქრია, რა არის ჩემთვის მუსიკა? ცნობილ სენტენციას კომპოზიტორი - რამაზ ქარუხნიშვილი დაიბადა 1936 წელს ქ. თელავში. 1960 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი, ასპირანტურა-1968 წელს, პროფესორ. ანდრია ბალანჩივაძის ხელძღვანელობით. წლების მანძილზე მუშაობდა კულტურის სამინისტროში, სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებელში. 1962-1976 და 1972-1980 წლებში იყო თელავის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, 1981-1986 საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 1996-1998 კომპოზიტორთა კავშირის მდივანი საორგანიზაციო საკითხებში, ასევე საქართველოს მუსიკალური საზოგადოების შემოქმედებითი განყოფილების ხელმძღვანელი. არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, კომპოზიტორთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი.
რამაზ ქარუხნიშვილის მუსიკა არაერთხელ შესრულებულა საქართველოს ფარგლებს გარეთ. გარდაიცვალა 2013 წელს.
|
|