• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ბათუმელ სტუდენტთა საყურადღებოდ!
23.04.2015

 

კონსერვატორიის სტუდენტთა საყურადღებოდ, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე!

 

 


ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი  ახორციელებს პროგრამას “უცხოეთში სტაჟირება”, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების პროფესიულ სტაჟირებას და/ან გადამზადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და შვეიცარიაში. უპირატესობა მიენიჭება ტურიზმის, მშენებლობის, არქიტექტურის, სკოლამდელი აღზრდისა და ხელოვნების მიმართულების სხვადასხვა დარგების სპეციალისტებს.

 

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც ცხოვრობს ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე, არის 18 –დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, სწავლობს ავტორიზებულ პროფესიულ ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ფლობს ერთ უცხო ენას მაინც და მერიაში წარმოადგენს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ მოწვევას.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებას.


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE