• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ა. წერეთლის საიუბილეო საღამო კონსერვატორიაში
30.10.2015

 

შაბათს, 31 ოქტომბერს 19:00სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღის ფართომასშტაბიან აღნიშვნასთან დაკავშირებით პოეტისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება .

აპრილში, კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტის სტუდენთა შორის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარებულ კონკურსში გამოვლინდა  ა. წერეთლის ტექსტზე საუკეთესო  ვოკალური ნაწარმოების 2 ავტორი: თენგიზ ნოზაძე (II ადგილი) და თამარ ფუტკარაძე - სპეციალური პრიზი.

გამარჯვებული ნაწარმოებები შესრულდება საიუბილეო საღამოზე. 

კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სოლისტები, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, საოპერო სტუდიის გუნდები და  კონსერვატორიის სტუდენტები, ასევე თბილისის სამხატვრო აკადემია და თეატრალური უნივერსიტეტი.

დიდი დარბაზის ფოიეში გამოიფინება სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრები; წაიკითხავენ პოეტის ლექსებს, დაიდგმება თეატრალური სცენები. ნაჩვენები იქნება ა. წერეთელთან დაკავშირებული ისტორიული კადრები და ფოტოები.

ვიმედოვნებთ, პროექტის - კონკურსისა და უშუალოდ საღამოს განხორციელება ხელს შეუწყობს ა. წერეთლის შემოქმედების პოპულარიზაციას, საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას  აკაკის შემოქმედების და მისი მნიშვნელობის მიმართ.



დასწრება თავისუფალია.










google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE