• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ნეკროლოგი - ემერიტუსი დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძე
22.10.2015

 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კონსერვატორიის ემერიტუსი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი დევილ არუთინოვი-ჯინჭარაძე. 

 

ფასდაუდებელია პროფ. დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, რომელსაც იგი ეწეოდა თავდაპირველად მოსკოვის პ.ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში (1961-1991) და შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც აღზარდა მუსიკოსების არაერთი თაობა.


პროფ. დევილ არუთინოვ-ჯინჭარაძის სახით ქართულ მუსიკოლოგიას გამოაკლდა დიდი მეცნიერი, მოაზროვნე-მკვლევარი, მუსიკოსი და  გამორჩეული პიროვნება. 

თბილისის კონსერვატორიის რექტორატი, პედაგოგიური კოლექტივი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და თანაუგრძნობენ გარდაცვლილის ოჯახს.

 

 

პანაშვიდი:    22–23 ოქტომბერი, 17:00 საათი
გამოსვენება: 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე. მისამართი:  თბილისი, ბორჯომის ქ. 7ბ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE