• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

შეხვედრები მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში
21.10.2015


შეხვედრები MTS-ში არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ყოველკვირეულად გაიმართება შეხვედრები ქართველ და არამხოლოდ ქართველ წარმატებულ კომპოზიტორებთან, საუნდ და ვიზუალურ არტისტებთან, დიჯეებთან, არტ-მენეჯერებთან, მხატვრებთან და რეჟისორებთან.

პროექტი მიზნად ისახავს სუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, გამოცდილების გაზიარებას და კონტაქტების მოპოვებას.


პირველი შეხვედრა კომპოზიტორ ნიკა მაჩაიძესთან ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე კონსერვატორიის მუსიკის ტექნოლოგიის სტუდიაში შედგება.

ამ კვირის თემა - ელექტრონული კომპოზიცია.


პროექტი კონსერვატორიის სტუდენტებისთვის არის გამიზნული, გარეშე პირებისათვის ადგილები შეზღუდულია. 


შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, 1 დღით ადრე მოგვწერეთ სახელი, გვარი და ტელ. ნომერი იმეილზე: mts@conservatoire.edu.ge



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE