• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

საკომპოზიტორო კონკურსი სტუდენტებისათვის
04.03.2015

 

 

 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
საკომპოზიტორო კონკურსი  სტუდენტებისათვის აკაკი წერეთლის  პოეზიაზე  შექმნილი საუკეთესო მუსიკალური   ნაწარმოების  გამოსავლენად


კონკურსის მიზანია სტუდენტთა შორის აკაკი წერეთლის პოეზიის პოპულარიზაცია, სტუდენტ-კომპოზიტორების მოტივაციის ამაღლება, საზოგადოების ყურადღების მიქცევა თანამედროვე მუსიკის ახალი ნიმუშებისადმი.


კონკურსის პირობები:


  • მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტ-კომპოზიტორებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურიდან.
  • ნაწარმოები უნდა იყოს შექმნილი აკაკი წერეთლის პოეზიის ნებისმიერ ნიმუშზე (ლექსზე, ლექსის ან პოემის ფრაგმენტზე).
  • ნაწარმოები უნდა იყოს ნებისმიერი ვოკალური  ხმისა და ფორტეპიანოსათვის, ნაწარმოების ხანგრძლივობა უნდა იყოს 4-6 წუთი.
  • კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს  საკონკურსო ნაწარმოების 3 ამობეჭდილი ეგზემპლარი დევიზით,  ელექტრონული ვერსია (pdf და finale ან Sibelius-ს ფაილები), ასევე აუდიო ვერსია -  აუდიო ფაილი  ცოცხალი ჩანაწერით, დასაშვებია finale ან  Sibelius-ის, ან სხვა ნებისმიერ პროგრამაში შესრულებული აუდიო ვერსია.
  • კონკურსი დახურულია. ავტორის ვინაობა მოთავსებული უნდა იყოს ცალკე დევიზიან კონვერტში,კონვერტი გაიხსნება მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში.
  • ნაწარმოების მიღების ვადებია: 18 - 29 მაისი.
  • კონკურსის შედეგად გამოვლინდება ორი გამარჯვებული ნაწარმოები.
  • გაიცემა ორი პრემია: პირველი პრემია 300 ლარის, მეორე 200 ლარის ოდენობით.
  • ჟიურის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE