• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
21.09.2015

 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2015/2016 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას პროფესიულ პროგრამაზე „ბალეტის ხელოვნება“ (IV საფეხური). 



პროფესიულ პროგრამაზე „ბალეტის ხელოვნება“
(IV საფეხური)
ჩაბარების მსურველმა აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ:


1. პროფესიული ტესტირება
(სივრცითი უნარების ტესტი და ტესტი ხელოვნებაში)
11 ოქტომბერს;
2. შემოქმედებითი ტური  (კონსერვატორია)
28 სექტემბერს 9:30.


პროფესიულ ტესტირებისთვის რეგისტრაცია იწარმოებს 14 – 27  სექტემბერს კონსერვატორიაში (11:00 – 17:00, ოთახი №227), ასევე რესურს-ცენტრებში და საინფორმაციო ცენტრებში.

 

რეგისტრაციისთვის აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 


მოთხოვნები შემოქმედებითი ტურისთვის:

I. სპეციალობა.

წინასწარ მომზადებული ქორეოგრაფიული ნომრის ჩვენება.

II. გასაუბრება

ხელოვნების განვითარების ძირითადი ტენდენციები;
საბალეტო ხელოვნების ისტორია;
ქორეოგრაფიული ენის საფუძვლები.

 

შემოქმედებითი ტურებისა და პროფესიულ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სასწავლო წლის დაწყებამდე აპლიკანტები ვალდებულები არიან დეკანატში წარმოადგინონ:

1. განცხადება რექტორის სახელზე (ფორმა ივსება ადგილზე);

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი;

3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) დედანი და ასლი;

4. 3 ფოტოსურათი (ზომით 3X4-ზე);

5. გამოცდების საფასურის (20 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 32) 298 70 27 
ელ-ფოსტა: study@conservatoire.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE