• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ბაკალავრებისათვის
11.09.2015

 

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე

 

 

2015-2016 სასწავლო წლისთვის, უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გა­მოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს N449 დადგენილებით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფი­ნან­­­სების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხა­დებას, რომ­­­ლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუს­ხა დამტკი­ცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის­ტრის 2015 წლის 2 სექტემბრის №986 ბრძანებით.

დაფინანსების მისაღებად, განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში - საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

I. სოციალური პროგრამის ფარგლებში 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი გამოყოფილია იმ სტუდენტების დაფინანსებისთვის, რომლებიც 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და განეკუთვნებიან შემდეგ კატეგორიას:

ა) 206 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლო­ბაში სწავ­ლობ­დნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­რებელი დოკუმენ­ტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრა­ციის რეგიონებში არსე­ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქედან:

ა.ა) მესტიის მუნიციპალიტეტში – 12 სტუდენტი;

ა.ბ) ლენტეხის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი;

ა.გ) ონის მუნიციპალიტეტში – 10  სტუდენტი;

ა.დ) ქედის მუნიციპალიტეტში – 18 სტუდენტი;

ა.ე) ხულოს მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტი;

ა.ვ) შუახევის მუნიციპალიტეტში – 18  სტუდენტი;

ა.ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – 10  სტუდენტი;

ა.თ) დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბარისახოს, შატილის, ქვეშე­თის, მლე­თის, მაღაროსკარისა და გუდამაყრის სკოლებში)  – 10 სტუდენტი;

ა.ი) ადიგენის მუნიციპალიტეტში – 15 სტუდენტი;

ა.კ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი;

ა.ლ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში – 6 სტუდენტი;

ა.მ) წალკის მუნიციპალიტეტში – 13 სტუდენტი;

ა.ნ) დმანისის მუნიციპალიტეტში – 16 სტუდენტი;

ა.ო) ახმეტის მუნიციპალიტეტში – 24 სტუდენტს (მათ შორის, პანკისის ხეობის სკოლებში - 14 სტუდენტს; ზემო და ქვემო ალ­ვანის სკოლებში -10 სტუდენტს);

ა.პ) ასპინძის მუნიციპალიტეტში – 10 სტუდენტი.

ბ) 170 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავ­ლო­ბაში სწავ­ლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტურებელი დოკუ­მენ­ტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შე­სახებ“ საქართველოს კანო­ნით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსე­ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე­ბებ­ში, ან რომელთა სრუ­ლი ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქარ­თვე­ლოს გა­ნათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წე­სით; ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტე­რი­ტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურე­ბელი დოკუმენტი მიიღეს ოკუ­­პირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, აქედან:

ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟარის მუნი­ციპა­ლი­ტეტში – 90 სტუდენტი;

ბ.ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტო­ნომიური ოლ­ქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთის, ერედვისა და ახალგორის მუ­ნიციპა­ლიტეტებში – 75 სტუდენტი;

ბ.გ) საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – 5 სტუ­დენტი.

გ) 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლო­ბაში სწავ­ლობ­დ­ნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­რებე­ლი დოკუმენ­ტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგან­მანათ­ლებ­ლო დაწესებულე­ბებში.

დ) 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავ­ლობდ­ნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებე­ლი დოკუმენ­ტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ე) 26 სტუდენტი, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტო­რიული მთლი­­ანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვ­ლოდ და­კარ­გულთა შვილები.

ვ) 5 სტუდენტი, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს სა­ქარ­თველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მო­სახ­ლეობის შთამო­მავლები.

ზ) 50  სტუდენტი, რომლებიც არიან ობოლნი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა).

თ) 100 სტუდენტი, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები.

ი) 30 სტუდენტი, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუ­დუ­ლი შესაძლებლობის მქონე პირები.

კ) 50 სტუდენტი,  რომლებიც ბოლო სამი  წლის განმავლო­ბაში სწავ­ლობ­დნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­რებელი დოკუ­მენ­ტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსე­ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულე­ბებში.

ლ) 16 სტუდენტი, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ (სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელთან ან მინდობით აღზრდაში) ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლო­ბაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

მ) 170 სტუდენტი, რომლებიც რეგისტრირებულნი არი­ან სო­ცია­ლურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯა­ხების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

II. სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013 და 2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე, აქედან:

ა) 300 000 (სამასი ათასი) ლარი გამოყოფილია 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის.

ბ) 300 000 (სამასი ათასი) ლარი გამოყოფილია 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის.

 
თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გაიცა დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, დაფინანსდებიან:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძო­ლაში და­ღუ­პულ­თა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები, რომ­ლებიც ჩარიც­ხუ­ლი არიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა;
  • მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძ­ლებ­ლობის მქონე პირები, რომ­ლებიც ჩარიცხული არიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვ­ნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სო­ცი­ა­ლური პროგრამის ფარგლებში;
  • ობოლი (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა) სტუდენტები, რომ­ლებიც ჩარიცხული არიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვ­ნული გამოცდების შედეგად და ვერ მოიპოვეს გრანტის სრული ოდენობა ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, სო­ცი­ა­ლური პროგრამის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ კატეგორიაში/ქვეკატეგორიაში შემავალი სტუდენტების რაოდენობა აღემატება ამ კატეგორიისთვის/ქვეკატეგორიისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულებით რანჟირების სიის საფუძველზე.


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE