• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
30.07.2015

 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გარე და შიდა მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვებისთვის გამოყოფს შემდეგ ადგილებს

 

გარე მობილობისთვის:

საბაკალავრო პროგრამებზე

  • საშემსრულებლო ხელოვნება - 4 ადგილი
  • ჯაზის ხელოვნება - 1 ადგილი
  • კომპოზიცია - 1 ადგილი
  • მუსიკა და დღევანდელობა - 5 ადგილი
  • მუსიკის თეორია - 1 ადგილი

 

სამაგისტრო პროგრამაზე

 

  • საშემსრულებლო ხელოვნება - 2 ადგილი

 

შიდა მობილობისთვის:

 

საბაკალავრო პროგრამებზე


  • საშემსრულებლო ხელოვნება - 2 ადგილი
  • ჯაზის ხელოვნება - 1 ადგილი
  • კომპოზიცია - 2 ადგილი
  • მუსიკა და დღევანდელობა - 1 ადგილი
  • მუსიკის თეორია - 1 ადგილი

 

 

მობილობის ვადები:

 

დოკუმენტების მიღება ფაკულტეტებზე - 1-3 სექტემბერი (11-დან 17 საათამდე, დეკანატებში); საბუთების მიღება შეწყდება 3 სექტემბერს 16 სთ-ზე.


შემოქმედებითი ტურები -  4, 5, 7 სექტემბერი;


კრედიტების აღიარება, სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 8 სექტემბერი;


ბრძანების პროექტის მომზადება ჩასარიცხ პირთა შესახებ და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 09 სექტემბერი.


 

 

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარსადგენი საბუთები:

 

  • განცხადება კონსერვატორიის რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • ამონაწერი სტუდენტის სააღრიცხვო ბარათიდან (შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული);
  • პირადობის მოწმობის ასლი.

 

საბუთები მიიღება იმ ფაკულტეტის დეკანატში, სადაც  სტუდენტს სურს გადასვლა.

 

გარე მობილობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ პორტალზე 3 აგვისტოს 11:00 სთ-დან 20 აგვისტოს 18.00 სთ-მდე.
იხ. ბმული: https://students.eqe.ge/Account/Register

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: (+995 32) 298 70 27
ელ-ფოსტა: study@conservatoire.edu.ge
მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE