დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
23.12.2020
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია 2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე:
- საშემსრულებლო ხელოვნება. სპეციალობები: სოლო ფორტეპიანო, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, აკადემიური სიმღერა, საორკესტრო საკრავები - ვიოლინო, ალტი, ვიოლონჩელო, კლარნეტი.
- სამუსიკისმცოდნეო კვლევები. სპეციალობები: მუსიკის თეორია, მუსიკის ისტორია, ეთნომუსიკოლოგია, საეკლესიო მუსიკოლოგია, საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია.
რეგისტრაციისა და შემოქმედებითი ტურების ვადები:
- 2020 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით აპლიკანტთა რეგისტრაცია: დოკუმენტების გამოგზავნა ელ.ფოსტაზე registration@tsc.edu.ge;
- 2021 წლის 19 იანვარი შემოქმედებითი ტურების განრიგის გამოცხადება;
რეგისტრაციისას გამოსაგზავნი დოკუმენტაცია იხ. კონსერვატორიის ვებ-გვერდზე
საკონტაქტო ინფორმაცია:
www.tsc.edu.ge
ტელ.: (+995 32) 2 987 027, (+995 555) 41 20 71,
ელ-ფოსტა: registration@tsc.edu.ge მისამართი: 0108, თბილისი, გრიბოედოვის ქ. № 8-10
|