• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი
20.09.2018

 

 

 

 

 

 

22 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისსა და რეგიონებში ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი. 22 სექტემბერს, ფესტივალის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე (12 სთ., მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #1 თსუ პირველი კორპუსის ეზო), სხვა დაწესებულებებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროექტები:


1.    „აკუსტიკური სტოუნჰენჯი“ - მუსიკის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ინსტალაცია; ინტერაქტიული აუდიო გარემო, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა თავისი წვლილი შეიტანოს კომპოზიციის მსვლელობაში;
2.    კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცული გამოცემები. გამოფენის თემატური ხაზი:
-    სანოტო დამწერლობის განვითარების ეტაპები,
-    გამოცემები, რომლებიც ეძღვნება  მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან მუსიკის ურთიერთკავშირს,
-    ქართველ კომპოზიტორთა პირველი სანოტო გამოცემები,
-    მუსიკალური ცხოვრება 1918 -1921 წლების დამოუკიდებელ საქართველოში,
-    კონსერვატორიის უახლესი გამოცემები.
3.     მუსიკა და ბავშვები.
 
საფესტივალო დღეებში - 24 სექტებრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით - კონსერვატორიაში ჩატარდება ღია კარის დღე სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელსაც გაუძღვება  კონსერვატორიის ასოც. პროფ., პიანისტი ნინო ჟვანია.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებ-გვერდზე: www.sif.ge

 

 

 

 

 

 








google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE