2015 წლის 11 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის დაბადებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ, ონლაინ რეგისტრაცია გაიაროთ არაუგვიანეს 2015 წლის 12 ნოემბრისა.
სარეგისტრაციო ფორმა.
მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს (ფურცლის ფორმატი - A4, შრიფტი - AcadNusx, ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5). მოხსენების რეგლამენტი - 20 წუთი (მოხსენების პრეზენტაციისა და დისკუსიისთვის).
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება სამეცნიერო შრომათა კრებულში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
e-mail: science@conservatoire.edu.ge
ტელ.: +995 322 98 71 88
facebook: Science Research Department