შვეიცარიის ქალაქ ფრიბურგში იმართება სასულიერო მუსიკის მე-13 საერთაშორისო კონკურსი კომპოზიციაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის კომპოზიტორს.
კომპოზიციის თემაა, ვანიტასის ჟანრში შექმნილი სებასტიან შტოსკოპფის ალეგორიული ნატიურმორტი “ამაოება”. კომპოზიციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ოქტომბერი.