• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

თანამედროვე მუსიკის ანსამბლი UMS 'n JIP
26.10.2015

 

UMS 'n JIP ['umsnjip] ულრიკე მაიერ-შპონმა [UMS] და ხავიერ ჰაგენმა [JIP] ჩამოაყალიბეს. ისინი თანამედროვე მუსიკის აქტიური და გამოცდილი შემსრულებლები არიან. წლის განმავლობაში მათი საერთაშორისო აქტივობა მოიცავს 100 კონცერტს საზღვარგარეთ, რომელთა შორისაა მობილური კამერული ოპერები და მულტიმედიური წარმოდგენები. 2007 წლიდან მათ 650-ზე მეტი კონცერტი და 150 დაკვეთილი ნაწარმოების შესრულება აქვთ ორგანიზებული.


UMS 'n JIP იყენებს ახალ მუსიკალურ და სამეცნიერო პარამეტრებს ხმის, ჩამწერებისა და ელექტრონიკისთვის, დაწყებული live-დან ციფრულ პერფორმანსამდე, ასევე ევროპულ და არაევროპულ მუსიკას. თანამშრომლობა, რომელიც უზრუნველყოფს კვლევას, რეპეტიციებს და ცალკეული კომპოზიტორების ჩანაწერებს, უკვე მრავალ პერფორმანსს ითვლის. UMS 'n JIP მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობს და უკვეთავს კომპოზიტორებს ნაწარმოებებს, რომლებიც, საბოლოოდ ამ კომპოზიტორების ყველაზე ხშირად შესრულებულ ნაწარმოებად მიიჩნევა.


მათი სწავლების პერიოდიდან მოყოლებული (კომპოზიცია, ხმის ინჟინერია და მუსიკალური პერფორმანსი) ნიდერლანდებში, გერმანიაში, იტალიასა და შვეიცარიაში UMS და JIP იწვევენ თანამედროვე მუსიკის და თეატრის პრესტიჟულ ფესტივალებზე, შემდეგ ქალაქებში: ავინიონი, პარიზი, მარსელი, ციურიხი, ლუცერნი, ჰონგ- კონგი, ტოკიო, ბუენოს-აირესი, ბერლინი, მოსკოვი, რიგა, ბარსელონა, ვენეცია და სხვ. თანამშრომლობენ ისეთ კომპოზიტორებთან, როგორევიცაა ვოლფგანგ რიმი, მაურისიო კაგელი, არიბერტ რიმანი, პეტერ ეთვოსი და სხვ. 

 

 

განრიგი:

► 28 ოქტომბერი, 19:30 - კონცერტი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი

► 29 ოქტომბერი, 17:00 - ვორკშოპი, მუსიკის ტექნოლოგიის სტუდია

► 30 ოქტომბერი, 18:00 - ვორკშოპი, მუსიკის ტექნოლოგიის სტუდია

► 30 ოქტომბერი, 19:00 - კონცერტი, მუსიკის ტექნოლოგიის სტუდია
(მაქს. 35 მსმენელი)

 

ვებსაიტი: http://www.umsnjip.ch/

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE