• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

კონსერვატორიის რარიტეტული ფონდის შესწავლის სამუშაოები
05.10.2015

 

 

2015 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში რარიტეტული ფონდების გადარჩევა და შესწავლა დაიწყო. ფონდის დიდი ნაწილი დაზიანებული და გასაწმენდი იყო, რის გამოც სასაწრაფო შესწავლას მოითხოვდა.  

გაურკვეველი იყო რარიტეტული ფონდის ზუსტი რაოდენობა, ფიზიკური მდგომარეობა და რარიტეტულობის დამადასტურებელი ფაქტები.

ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაციისა და კონსერვაციის განყოფილებასთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო რარიტეტული ფონდის შესწავლა.


რარიტეტული ფონდის პირველადი შესწავლის სამუშაოები მათ გადარჩევასა და დახარისხებას, სტატუსის მინიჭებას, ფიზიკური მდგომარეობის დადგენას, ავტოგრაფების აღრიცხვასა და დადგენას მოიცავდა.

 


 

 

პირველადმა გადარჩევამ აჩვენა, რომ კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცულია მე-16 საუკუნიდან მოყოლებული ევროპული მუსიკალური ლიტერატურა, ნოტები, პერიოდული გამოცემები, წიგნები, ლექსიკონები, ენციკლოპედიები.

მათ შორის აღმოჩნდა განსაკუთრებით იშვიათი გამოცემები. ასევე ივანე ფალიაშვილის პირადი ბიბლიოთეკის ნოტები ნაჩუქრობის წარწერით (ფაქსიმილიე და ბიბლიოთეკის თეგით). 23 დასახელების პერიოდული გამოცემა, ენციკლოპედიები და ლექსიკონები, რამდენიმე ხელნაწერი. პროფესორ გუზიკოვის ფონდი. ნოტები ვანო სარაჯიშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, იგორ სტრავინსკის, ივანე ფალიაშვილის, კარბელაშვილისა და ჩიჯავაძის ავტოგრაფებით.

 

 

 

 

გადარჩეული ერთეულებიდან განსაკუთრებით დაზიანებულია ნოტების კლავრების ძალიან ძვირფასი გამოცემა, რომელიც საჭიროებს სასწრაფოდ გაციფრებასა და რესტავრაციას.


რარიტეტული ფონდის შესწავლა ამით არ დასრულებულა, კვლევის პროცესი მომავალში კვლავ გაგრძელდება. შესაძლოა კიდევ აღმოვაჩინოთ იშვიათი და ძვირფასი გამოცემები.

 

 

 

 

 


 









google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE