• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

DAAD-ის პროგრამების პრეზენტაცია კონსერვატორიაში
18.09.2015

 

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს, ორშაბათს 14:00 სთ-ზე DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქ. მარტინ პრაქსენტალერი შეხვედრას გამართავს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

შეხვედრა ჩატარდება სახელმწიფო კონსერვატორიაში, გრიბოედოვის ქ. N810, III სართული, აუდიტორია 307.

 

წარმოდგენილი იქნება DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები (2016-2017):


  • საზაფხულო ენის კურსი;


  • სამაგისტრო პროგრამა მუსიკოსებისთვის;


  • სამაგისტრო პროგრამა არქიტექტორებისთვის;


  • სამაგისტრო პროგრამა - სახვითი ხელოვნება, დიზაინი/ვიზუალური კომუნიკაცია, ფილმი;


  • სამაგისტრო სტიპენდია ხელოვანთათვის - ვიზუალური ხელოვნება;


  • კვლევითი სტიპენდია დოქტორანტებისთვის;


  • სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის;


  • სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის მასწავლებლებისთვის ხელოვნების სფეროდან.




პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე. შკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება  ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.

 


 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE