• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები
29.10.2018

 

 

 

 

 

 

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია აცხადებს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნებს.


კანდიდატების რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2018 წლის 12 ნოემბრიდან და გაგრძელდება 2018 წლის 19 ნოემბრის (კვირა დღის გარდა) ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, გრიბოედოვის ქ. N8/10, ოთახი N228.
არჩევნების თარიღი 2018 წლის 22 ნოემბერი

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატი - აკადემიური პერსონალი
უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) შესაბამისი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი;
ბ) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ)კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტისა და ელ.ფოსტის აპლიკაციების ცოდნა.

კანდიდატმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;
დ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;
ე) 1 ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ).

სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატი - სტუდენტი
უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტი;
ბ) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ)კომპიუტერული პროგრამების, ინტერნეტისა და ელ.ფოსტის აპლიკაციების ცოდნა.

კანდიდატმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ ცნობა;
დ) 1 ფოტოსურათი (ზომა: 3x4 სმ).

წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2 98 70 27
ვებ-გვერდი: www.tsc.edu.ge


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE