• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია-კონკურსი
21.04.2015

 

 

საერთაშორისო სტუდენტური სამუსიკისმცოდნეო
კონფერენცია-კონკურსი

 

კონფერენცია-კონკურსის ჩატარების იდეა 2007 წელს დაიბადა. მისი ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი-მუსიკოლოგები იყვნენ. მას შემდეგ თანდათან გაცხადდა, რომ კონფერენცია-კონკურსი, თავისი ორიგინალური ფორმატით, მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკალური მეცნიერების სფეროში.
კონფერენცია-კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების მოტივირება შემდგომი კვლევისთვის, სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, ინფორმაციის გაცვლა, პროფესიული კავშირების დამყარება სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოლოგთა შორის, კულტურული ურთიერთობების განვითარება ხალხებსა და ქვეყნებს შორის ფუნდამენტური სულიერი ღირებულებების საფუძველზე, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია მეცნიერება.

პირველი კონფერენცია 2009 წელს ლოკალური მასშტაბით ჩატარდა. მიღებულმა შედეგებმა და შეფასებებმა ორგანიზატორებს მომდევნო  წელს მისი საერთაშორისო მასშტაბით ჩატარება გადააწყვეტინა. სხვადასხვა წელს კონფერენცია-კონკურსის საერთაშორისო ჟიური შედგებოდა თბილისის კონსერვატორიის და უცხოელი პროფესორებისგან. მონაწილეობდნენ სტუდენტები გერმანიიდან, ლატვიიდან, საფრანგეთიდან, ბელარუსიდან, ინგლისიდან, სერბეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, იტალიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, მაკედონიიდან, საქართველოდან.
მონაწილეთა რაოდენობისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოვება კიდევ ერთხელ მიუთითებს  იმას, რომ კონფერენცია-კონკურსი აქტუალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.
კონფერენცია-კონკურსი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ყოველწლიურად, აპრილში ტარდება.


კონფერენციის პროგრამა

 

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირთათვის.

ბუკლეტი 2014
ბუკლეტი 2013
ბუკლეტი 2012
ბუკლეტი 2011

 

მეექვსე საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო სტუდენტური კონფერენცია-კონკურსის ბუკლეტი

 

კონტაქტები:
web site: http://tsc.edu.ge
e-mail: geomusicology@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com

Tel:    +995 593 985699 - ქეთევან ჭიტაძე
          +995 598 272048 - მაია სიგუა
          +995 593 909123 - ნანა კაცია
          +995 593 140911 - ლიკა ხორბალაძე


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE