• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

შეხვედრები MTS-ში
26.11.2015


27 ნოემბერს 18:00 საათზე კონსერვატორიის მუსიკის ტექონოლოგიის სტუდიაში შედგება შეხვედრა ელენე მეჩითოვასთან.

 


კვირის თემა - არტ მენეჯმენტი
სტუმარი - ელენე მეჩითოვა

ინფო:
მეჩითოვა არის "კავკაზ ჯაზ ფესტივალის" დამფუძნებელი, რომლის ფარგლებში ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდა მუსიკოსები ერთიანდებიან პროექტების, ვორკშოპების და კონცერტების გასამართად. ფესტივალი ასრულებს ერთგვარი კულტურული ხიდის როლს და მსმენელს აძლევს მრავალფეროვანი რეპერტუარის მოსმენის საშუალებას.


გასულ წელს კავკაზ ჯაზ ფესტივალი გაფართოვდა და უმასპინძლა სტუმრებს ლიტვიდან, პოლონეთსა და ავსტრიიდან.
2012 წელს მეჩითოვამ დააარსა დამოუკიდებელი ორგანიზაცია Art-Bridge, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა არტისტებისათვის პროფესიონალური დახმარების გაწევას საგანმანათლებლო/გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

გაითვალისწინეთ, რომ გარეშე პირებისათვის გამოყოფილია მხოლოდ 10 ადგილი. დასწრების მსურველებმა უნდა მოგვწეროთ სახელი, გვარი და ტელეფონი მაილზე:


mts@conservatoire.edu.ge


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE