• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

შეხვედრები MTS-ში
10.11.2015

 

 

13 ნოემბერს 18:00 საათზე კონსერვატორიის მუსიკის ტექონოლოგიის სტუდიაში შედგება შეხვედრა გიორგი გვარჯალაძესთან.


კვირის თემა - აუდიოს მიქსინგი

სტუმარი - გიორგი გვარჯალაძე (გვაჯი)

ინფო:
გიორგი გვარჯალაძე, ასევე ცნობილი როგორც გვაჯი, აუდიო ინჟინერიის სპეციალისტი, პროდიუსერი და კომპოზიტორი სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლისა და იურისპრუდენციის ფაკულტეტზე, ასევე გერმანიაში, კერძოდ კი ნურნბერგში ფრიდრიხ ალექსანდერის უნივერსიტეტში ქრისტიანული არქეოლოგიის ფაკულტეტზე. თავიდანვე ცხადი იყო მისი მუსიკით დაინტერესება.

გიორგიმ თავისი მუსიკალური კარიერა დაიწყო 16 წლის ასაკში, ის უკრავდა გიტარას და ბასგიტარას ისეთ მუსიკოსებთან ერთად როგორებიც არიან გიგა მიქაბერიძე, ირაკლი ჩარკვიანი და ლადო ბურდული. მონაწილეობდა მთელ რიგ პროექტებში, მუსიკოსებსა და ბენდებთან ერთად, როგორც პროექტის მენეჯერი და ხმის ინჟინერი. 2000 წელს გიორგიმ დაარსა მისი პირველი ხმის ჩამწერი სტუდია-,,Studio One“. 2002-2004 წლებში ის იყო ტექნიკური მენჯერი კლუბ ,“Adjara Music Hall”-სა და ხმის ჩამწერ სტუდიაში ,,მი-ფა-სი“. 2004-2005 წლებში გვაჯი იყო პროდიუსერი და წამყვანი ტელე-რადიო-ინტერნეტ შოუსი ,,Live Sound“ 1 სტერეოზე/რადიო 1/ radioone.ge. 2010 წელს გიორგი იყო ხმის ინჟინერი/ტექნიკური მენეჯერი “Georgian Dream” ჩამწერ სტუდიაში, ხოლო 2008 წლიდან დღემდე ის არის ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი კინოსტუდიაში ,,ქართული ფილმი“.

ამჟამად გიორგის მიყავს აუდიოლოგიის კურსი კრეატიული განვითარების სტუდიაში (CES)


გაითვალისწინეთ, რომ გარეშე პირებისათვის გამოყოფილია მხოლოდ 10 ადგილი. დასწრების მსურველებმა უნდა მოგვწეროთ სახელი, გვარი და ტელეფონი მაილზე: 


mts@conservatoire.edu.ge


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE