• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

კონსერვატორიის ემერიტუსის რუსუდან წურწუმიას ახალი წიგნი
15.02.2021

 


 


თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ გამოსცა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ემერიტუსის რუსუდან წურწუმიას წიგნი „ქართული მუსიკის ისტორია უძველესი დროიდან XX საუკუნემდე“. ესაა  მსხვილმასშტაბიანი, მონოგრაფიული ტიპის ნაშრომი, სადაც სიღრმისეულადაა განხილული უძველესი ქართული მუსიკის ისტორიის საკითხთა ფართო წრე. ავტორის სიტყვებით: "წიგნი იძლევა ცოდნას ეროვნული მუსიკის თვითმყოფადობის იმ სათავეების შესახებ, რომელთაც შესაძლებელი გახადეს ახალ ქართულ პროფესიულ მუსიკას გაეკეთებინა უზარმაზარი ნახტომი, ერთი საუკუნის მანძილზე საფუძვლიანად აეთვისებინა მუსიკალური კულტურის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და XX საუკუნეში შეექმნა ორიგინალური ქართული საკომპოზიტორო მუსიკა". გამოცემა განკუთვნილია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისათვის, ქართული მუსიკალური კულტურის სპეციალისტებისა და დაინტერესებულ მკითხველთათვის.

 

 

 

 

 

 









google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE