• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

Creative Spark:სამეწარმეო განათლების პროგრამა სტუდენტებისთვის
19.02.2019






თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, University of Essex-ისა და Change School-ის კონსორციუმმა ფონდის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ დაფინანსება მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც ტრენინგების სერია „TECHART SESSIONS” ხორციელდება.

"TECHART SESSIONS"-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს და კონსერვატორიის სტუდენტებს.   

პროგრამის შესახებ: „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ არის სამეწარმეო (ბიზნეს) უნარების განვითარების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს, მომავალ თაობას მისცეს შესაძლებლობა, შეიძინოს და განავითაროს საჭირო უნარები და დასაქმების მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს.


ტრენინგებს გაუძღვებიან ესექსის უნივერსიტეტის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული ტრენერები, რომლებიც სტუდენტებს სტარტაპ ეკოსისტემასა და მის განვითარებას, ბიზნესის დაწყების წესებსა და მართვას შეასწავლიან.

გაიგეთ, რა არის საჭირო ბიზნესის დასაწყებად, მოამზადეთ თქვენი ბიზნეს იდეა და ისწავლეთ მისი წამართვა, გაზარდეთ თქვენი დასაქმების შანსი, გაიგეთ მეტი მეწარმეობაზე და თავად გახდით მეწარმე, განავითარეთ კომუნიკაციის უნარი, შეიძინეთ ახალი კონტაქტები და მიიღოთ მონაწილეობა PITCH-ში.

- სახელისა და გვარის საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შესაბამისად, საჭიროა სახელობითი სერტიფიკატის დასამზადებლად;

- სერტიფიკატი გადაეცემათ მხოლოდ მათ, ვინც დაესწრება ტრენინგის სამივე დღეს;

- “TECHART SESSIONS” ჩატარდება 8 ნაკადად, ყოველ კვირა.

სატრენინგო დღეები და დროებია:
შაბათი: 11:00 -18:00
კვირა: 11:00 -18:00
სამშაბათი: 18:00 - 21:00

გაითვალისწინეთ: ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. სერტიფიკატის მისაღებად, აუცილებელია, დაესწროთ ტრენინგის სამივე დღეს.

ამ და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოიწონეთ პროექტის FB გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია: https://www.facebook.com/innovatetsu

მისამართი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, 1/4 მერაბ ალექსიძის ქუჩა.

სტუდენტებისთვის 10 თებერვალს გაიხსნება სარეგისტრაციო ფორმა:  https://goo.gl/forms/ADTrjahH8S0vtiYd2

 

 

 

 

 

 

 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE