• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „საეკლესიო და თეორიული მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები“
01.04.2015


2015 წლის 11 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება კონსერვატორიისა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „საეკლესიო და თეორიული მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები“, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.



კონფერენციის ფარგლებში 2015 წლის 11 მაისს 18:00 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება კონცერტი.


პროგრამა


აფიშა


კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ქართული საეკლესიო გალობის კონცერტი.

მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ, ონლაინ რეგისტრაცია გაიაროთ არაუგვიანეს 2015 წლის 30 მარტისა. სარეგისტრაციო ფორმა

თეზისები (არაუმეტეს 200 სიტყვისა) გამოაგზავნეთ მისამართზე science@conservatoire.edu.ge არაუგვიანეს 6 აპრილისა. გამოგზავნილი თეზისების საფუძველზე საორგანიზაციო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას მონაწილეობის მსურველებს შეატყობინებს 2015 წლის 14 აპრილისთვის.
მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს (ფურცლის ფორმატი - A4, შრიფტი Times new Roman, ზომა 12, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5). მოხსენების რეგლამენტი - 20 წუთი (მოხსენების წაკითხვისა და დისკუსიისთვის).
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება სამეცნიერო შრომათა კრებულში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
e-mail: science@conservatoire.edu.ge; tamarchkheidze@galoba.edu.ge
ტელ.: +995 322 98 71 88+995 322 98 71 88
www.tsc.edu.ge
facebook: Science Research Department

Call
Send SMS
Call from mobile
Add to Skype
You'll need Skype CreditFree via Skype







google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE