• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია-კონკურსი
26.10.2015

საერთაშორისო სტუდენტური სამუსიკისმცოდნეო
კონფერენცია-კონკურსი


კონფერენცია-კონკურსის ჩატარების იდეა 2007 წელს დაიბადა. მისი ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი-მუსიკოლოგები იყვნენ. მას შემდეგ თანდათან გაცხადდა, რომ კონფერენცია-კონკურსი, თავისი ორიგინალური ფორმატით, მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკალური მეცნიერების სფეროში.

კონფერენცია-კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების მოტივირება შემდგომი კვლევისთვის, სტუდენტებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, ინფორმაციის გაცვლა, პროფესიული კავშირების დამყარება სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოლოგთა შორის, კულტურული ურთიერთობების განვითარება ხალხებსა და ქვეყნებს შორის ფუნდამენტური სულიერი ღირებულებების საფუძველზე, რომელთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია მეცნიერება.

პირველი კონფერენცია 2009 წელს ლოკალური მასშტაბით ჩატარდა. მიღებულმა შედეგებმა და შეფასებებმა ორგანიზატორებს მომდევნო  წელს მისი საერთაშორისო მასშტაბით ჩატარება გადააწყვეტინა. სხვადასხვა წელს კონფერენცია-კონკურსის საერთაშორისო ჟიური შედგებოდა თბილისის კონსერვატორიის და უცხოელი პროფესორებისგან (გერმანია, ლატვია, საფრანგეთი, მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი). მონაწილეობდნენ სტუდენტები ლატვიიდან, ბელარუსიდან,  იტალიიდან, ინგლისიდან, სერბეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, იტალიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან, პოლონეთიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, საქართველოდან.

მონაწილეთა რაოდენობისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოვება კიდევ ერთხელ მიუთითებს  იმას, რომ კონფერენცია-კონკურსი აქტუალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.
კონფერენცია-კონკურსი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ყოველწლიურად, აპრილში ტარდება.



დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირთათვის.

ბუკლეტი 2015

ბუკლეტი 2014

ბუკლეტი 2013

ბუკლეტი 2012

ბუკლეტი 2011


მეშვიდე საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო სტუდენტური კონფერენცია-კონკურსის ბუკლეტი


კონტაქტები:
web site: http://tsc.edu.ge
e-mail: geomusicology@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com

Tel:    +995 593 985699 - ქეთევან ჭიტაძე
         +995 598 272048 - მაია სიგუა
         +995 593 140911 - ლიკა ხორბალაძე

Call
Send SMS
Call from mobile
Add to Skype
You'll need Skype CreditFree via Skype







google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE