• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

შიდასაკონსერვატორიო შესარჩევი კონკურსი
09.03.2020

 

 

 

 

 

 

 

ცხადდება შიდასაკონსერვატორიო შესარჩევი კონკურსი იმ პროექტებისთვის, რომლებიც კონსერვატორიის სახელით უნდა იყოს წარდგენილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხდებულ კონკურსებზე:


1.    "ხელოვნება განათლებისთვის - მცირე გრანტების კონკურსი სახელოვნებო განათლებაში
2.  "ხელოვნება გამყოფი ხაზების გარეშე - დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა
3.    კონკურსი "უსაზღვრო შესაძლებლობები"- კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა


კონსერვატორიის  შიდა კონკურსს არეგულირებს "კონსერვატორიაში საპროექტო განაცხადის შერჩევის წესი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსებისთვის"
 
დოკუმენტაცია:
კონკურსანტებმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინონ:
ა) პირადობის მოწმობის ასლი  (მონაწილე ყველა პირმა);
ბ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (მონაწილე ყველა პირმა);
გ) საპროექტო განაცხადი 

ვადები:
ა) 2020 წლის 9 მარტი - საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობების გამოცხადება;

ბ) 2020 წლის 10 მარტი - ჯგუფური კონსულტაცია;

გ) 2020 წლის 9-11 მარტი - შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე - science@tsc.edu.ge

დ) 2020 წლის 12 მარტი, 18:00 საათი - საპროექტო განაცხადის და სრული დოკუმენტაციის (ბეჭდური

ვერსია) კონსერვატორიის კანცელარიაში რეგისტრაციის და ელ. ფოსტაზე science@tsc.edu.ge გაგზავნის
ბოლო ვადა;

ე) 2020 წლის 13-16 მარტი - რეგისტრირებული საპროექტო განაცხადის შერჩევის პირობებთან და
მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, დადგენილი პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება, შერჩევა კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მიერ;

ვ) 2020, 16 მარტი საპროექტო განაცხადის შერჩევის შედეგების გამოქვეყნება;

ზ) 2020 წლის 17 მარტი - გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE