• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

გარდაიცვალა კონსტანტინე ვარდელი
21.06.2017

 

 

 

 

 

 

 

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კონსერვატორიის პროფესორი, ცნობილი მევიოლინე, სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარეტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი კონსტანტინე ვარდელი.


ბ-ნი კონსტანტინე წარჩინებულ მევიოლინეთა არაერთი თაობის აღმზრდელია და თითოეულ მათგანს, ისევე როგორც კონსერვატორიის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, ძალიან დააკლდება იგი.

სამძიმარს ვუცხადებთ ბ-ნი კონსტანტინეს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს და გამოვთქვამთ რწმენას, რომ მისი საქმე მისივე სტუდენტების მოღვაწეობაში პოვებს გაგრძელებას.


 

პანაშვიდი - შაბათს 24 ივნისს, 17:00 საათზე. მისამართი ალ. ყაზბეგის გამზ. 24/ბ სართ.12,  ბინა 60


გამოსვენება შედგება კვირას 25 ივნისს, 14:00 საათზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE