• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენცია
19.05.2017

 

 

 

 

 

 

 

2017 წლის 12 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების მიმართულება ატარებს
ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენციას და ფოლკლორულ კონცერტს
 
კონფერენციის თემატიკა მოიცავს ქართულ ტრადიციულ მუსიკას. მონაწილეობა შეუძლიათ ქართული ტრადიციული მუსიკის (ხალხური მუსიკისა და საეკლესიო გალობის) მკვლევრებსა და შემსრულებლებს, მათ შორის, არამუსიკოსებსაც.
 
ახალგაზრდა ეთნომუსიკოლოგთა კონფერენცია და მისი თანმხლები ფოლკლორული კონცერტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული მუსიკის პროფესიონალი მკვლევრების აღზრდას, მათი გემოვნების ჩამოყალიბებას. ფოლკლორული კონცერტი ტრადიციულ შემსრულებლობაზეა ორიენტირებული და გამორიცხავს ე.წ. აკადემიური სასიმღერო სტილის მიმდევარი ანსამბლების, არახალხური საკრავებისა და საკრავთა არატრადიციული ჯგუფების მონაწილეობას.
 
ინფორმაცია  სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთათვის:

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
რეგლამენტი: მოხსენება - 20 წთ.; დისკუსია - 10 წთ.

საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება კონსერვატორიის ელექტრონულ ჟურნალში - ქესჟ „მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია“ (http://gesj.internet-academy.org.ge/ge/index_ge.php).

 ვადები:
• 1 ივნისამდე:
ა) კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის - ონლაინ რეგისტრაცია აიარეთ ბმულზე:
 (https://goo.gl/forms/dbYvdYHMxDsEtPg32), 
თეზისების  გამოგზავნა მისამართზე: nato_zumbadze@yahoo.com.

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Acad Nusx/ Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
ველები  ყველა მხრიდან: 2,0 სმ.
მოცულობა:  არაუმეტეს 2 გვერდისა.
 

ბ) ფოლკლორულ კონცერტში მონაწილეობის მსურველებისთვის -  ჩანაწერების (არანაკლებ 5 ნიმუშისა) გამოგზავნა მისამართზე nato_zumbadze@yahoo.com.
• 5 ივნისი:
შეტყობინება კონფერენციაში და ფოლკლორულ კონცერტში მონაწილეობის (დაშვება/არ დაშვების) შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ხელმძღვანელს, პროფ. ნატო ზუმბაძეს:
ტელ.: +995 591 051 501

 

 

 

 

 

 

 

 

 


google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE