• ჩვენ შესახებ
  • მიღება
  • სწავლა
  • კვლევა
  • საერთაშორისო
  • სემინარია
  • დარბაზები
  • კონტაქტი


მთავარი
სიახლეები

თბილისის მეორე საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია
07.07.2016

 

 

 

 

 

თბილისის მეორე  საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია (თსმკ) – „მუსიკოლოგიის  გამოწვევები და პერსპექტივები“ 7-9 აპრილი, 2017

თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 2017 წლის 7-9 აპრილს ატარებს თბილისის მეორე საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენციას თემაზე  „მუსიკოლოგიის  გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერნეციის მიზანია გამოკვეთოს თანამედროვე მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები და გამოწვევები.

 

 

კონფერენციის თემატიკა:

 

1.სამუსიკო განათლება: ტრადიცია და პერსპექტივები
2.მუსიკის თეორიისა და ისტორიის პრობლემები
3.ინტერდისციპლინარული კვლევები
4.სამუსიკო ხელოვნება მონოკულტურულ და მულტიკულტურულ საზოგადოებაში
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება მრგვალი მაგიდა თემაზე: „მუსიკოლოგია XXI საუკუნეში - საზღვრებით თუ საზღვრების გარეშე?“

კონფერენციის სამუშაო ენებია ინგლისური და ქართული. კონფერენციაზე არჩეული მოხსენებები დაიბეჭდება თბილისის კონსერვატორიის სამეცნიერო კრებულში.

კონფერენციაზე მუსიკოლოგიისა და მომიჯნავე სფეროებიდან შეიძლება წარმოდგენილ იქნას შემდეგი ტიპის მოხსენებები:
ინდივიდუალური მოხსენება - ხანგრძლივობა 30წთ. (20 წთ. პრეზენტაცია, 10 წთ. დისკუსია)
პოსტერი - ხანგრლივობა 15 წთ. (10 წთ. პრეზენტაცია Power Point ფორმატში, 5 წთ. დისკუსია)
მრგვალი მაგიდა - ხანგრძლივობა 90-120 წთ. (ოთხი მომხსენებლი, თითოეულის მოხსენების დრო არაუმეტეს 10 წთ., დისკუსია)

ვადები:

 

30 სექტემბერი, 2016 წ. - ონლაინ რეგისტრაცია, თეზისების (200 სიტყვამდე) და მოკლე ბიოგრაფიის

(150 სიტყვამდე)  გამოგზავნის ბოლო ვადა

 

31 ოქტომბერი, 2016 წ. - მონაწილის შეტყობინება კონფერენციაზე დაშვების/არ დაშვების შესახებ (გამოგზავნილი თეზისების საფუძველზე ამ გადაწყვეტილებას იღებს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი)

 

20 დეკემბერი, 2016 წ. - მოხსენების სრული ტექსტის (არაუმეტეს 10 გვერდისა - ფონტი AcadNusx, ზომა 12, ხაზებს შორის მანძილი - 1,5, ველები - ყველა მხრიდან 2 სმ)  გამოგზავნის ბოლო ვადა
7-9 აპრილი, 2017 წელი - კონფერენცია

მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: science@conservatoire.edu.ge

კონფერენციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, კონცერტი და კულტურული პროგრამა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
e-mail: science@conservatoire.edu.ge
ტელ.: +995 32 2 987 188
facebook: TSC Research Department

 

 

 

 



google plus
twitter
google plus
Share on LinkedIn
Share
  ღონისძიებების კალენდარი
ვიდეო გალერეა
აღზრდილები
დონორები

საავტორო უფლებები © თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 2025

CREATED BY  PRO-SERVICE